fbpx
Hereti FM

პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი გაუარესებულია – NDI

90
Share Button

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 12% აფასებს.

მისი საქმიანობა ცუდ შეფასებას იმსახურებს გამოკითხულთა 40%-ში. გამოკითხულთა 36% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი გაუარესებულია. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% აფასებდა, ხოლო უარყოფითად 30%.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი