fbpx
Hereti FM

გამოძიება დაიწყო სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე

111
Share Button

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტებზეა დაწყებული.

გენერალური პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.”- აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი