fbpx
Hereti FM

ნათია ლაზაშვილი კურიერს წაიყვანს, მეუღლე კი თანამდებობას დატოვებს

4 823
Share Button

“9 საათიანი კურიერის” ძველ და ახლა უკვე ახალ წამყვანს ნათია ლაზაშვილის მეუღლეს საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში, მაუწყებლის კანონის 11-ე მუხლთან ინტერესთა კონფლიქტი აქვს, გიორგი ფრუიძე ამ დრომდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

როგორც რადიო ჰერეთის “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განუცხადეს, გიორგი ფრუიძე ამ დრომდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია. საიას პროექტის კოორდინატორის მარიამ გოგოსაშვილის თქმით, თუ ნათია ლაზაშვილი “რუსთავი2”-ში ხელფასს იღებს, მაშინ ეს ინტერესთა კონფლიქტია და საქართველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს ფრუიძის დათხოვნის პროცედურა.

მოუსმინეთ მარიამ გოგოსაშვილის ხმას

როგორც გიორგი ფრუიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, საქართველოს პარლამენტს შეუძლია მისი დათხოვნის პროცედურები დაიწყოს. (ჩასწორება – სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჰერეთს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური დაუკავშირდა და განუმარტა, რომ გიორგი ფრუიძეს ასეთი სახის კომენტარი არ გაუკეთებია, პრესსამსახურმა აღნიშნა რომ კომისია ინტერესთა კონფლიქტის დაფიქსირების შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს და კანონონი არ დაირღვევა)

დღეს, ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც “კურიერი” ეთერში არ გასულა. ახალმა დამფუძნებელმა ქიბარ ხალვაშვა იმჟამინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გაათავისუფლა, 21 აგვისტოს კი არხი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტების უმრავლესობამ, რასაც წინ უსწრებდა რუსთავი 2-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის გათავისუფლება.

ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხმა ხელშეკრულება შეუწყვიტა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და სხვებს. ნიკა გვარამიამ კი თანამოაზრეებთან და ძველ თანამშრომლებთან ერთად ახალი ტელეკომპანია – მთავარი არხი დააფუძნა.

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად კი ჯან-დაცვის სამინისტროდან ნინო შუბლაძე დაბრუნდა, რომელსაც თანაპროდიუსერობას წარსულში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი და პოლიტიკაში მყოფი ხათუნა ბერძენიშვილი უწევს. არხის აღმასრულებელ დირექტორად კი დირექტორმა პაატა სალიამ, BBC-იდან წამოსული ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.

“9 საათიანი კურიერის” წამყვანი წარსულში ცნობილი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი იქნება. ამის შესახებ “რუსთავი2”-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

„ნათია ლაზაშვილი არის და იყო „რუსთავი 2“-ის სახე. ნათია ლაზაშვილი ამ არხიდან არ წასულა იმიტომ, რომ მას აღარ უნდოდა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მას აღარ ჰქონდა სურვილი ემუშავა იმ სარედაქციო კლიმატში, როდესაც საიდანღაც მოდიოდა მესიჯები და ეს მესიჯები უნდა შესრულებულიყო“,- განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ეს არის იმ ათვლის წერტილთან დაბრუნება, რითიც „რუსთავი 2“ დღემდე ამაყობს.

ახალი შემადგენლობით “კურიერი” ეთერში დღეს, 25 სექტემბერს 21 საათზე დაბრუნდება.

ნათია ლაზაშვილი 2013 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი იყო.

1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ მიჰყავდა, მან „რუსთავი 2“ 2006 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს არხის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე.

ამის შემდეგ 2007 წელს იყო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

2012 წელს, ლაზაშვილს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ საინფორმაციო გამოშვება – “ახალი” მიჰყავდა, საიდანაც 8 თვის თავზე ასევე პროტესტის ნიშნად წამოვიდა, იმ მოტივით, რომ ახალი მენეჯერის ლუბა ელიაშვილის მისვლით, არხის დამოუკიდებლობის ხარისხი დაეცემოდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი