მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ჰერეთის ახალი ამბები სამეგრელოშიც გავრცელდება

დღეიდან, 25 სექტემბრიდან სამეგრელოშიც შეგიძლიათ გვისმინოთ. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ახალი ამბები ყოველ საათში ტალღაზე FM93,5 -ი დედაქალაქთან, კახეთის რეგიონსა და აჭარასთან ერთად სამეგრელოში და დასავლეთ საქართველოს რიგ სოფლებსა თუ ქალაქებში, რადიო “ემ-ბი-სი”-ის საშუალებით გავრცელდება.

ჰერეთის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, “ემ-ბი-სი” (MBC), რომელიც მარტვილიდან მაუწყებლობს, და კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს, ჰერეთის ახალ ამბებს დილის 9 საათიდან ყოველ საათში, მთავარი საინფორმაციო გამოშვების ჩათვლით (17:00 სთ) პირდაპირი ეთერის რეჟიმში გაუშვებს.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა და ემ-ბი-სი-მ ერთობლივ მემორანდუმს დღეს, 25 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

MBC- ი მაუწყებლობს: მარტვილი,აბაშა,სენაკი,ხონი,წყალტუბო,ქუთაისში და სამტრედიში. 

გაერთიანებული ახალი ამბები ჰერეთის გარდა კომპანიის კიდევ 2 რადიოსადგურში “თბილისსა”FM93.5 და ბათუმში  – რადიო “ციტრუსის” ეთერით ტალღაზე FM97.3 გადაიცემა.

2018 წლის ნოემბერში, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ჩატარებული მედიამონიტორინგის მიხედვით,რომელიც სამმა ქართულმა ორგანიზაციამ “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” და “საქართველოს ინტერნიუსი” წარმოადგინა, რადიომონიტორინგის მიხედვით, ჰერეთი საქართველოში ერთადერთი კომერციული რადიოა, რომლის ახალი ამბები სიღრმისეული, ანალიტიკური და საერთაშორისო სტანდარტებისაა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button