მნიშვნელოვანისაქართველო

პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით სიღნაღში 83 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით სიღნაღში 83 წლის მამაკაცი დააკავეს. ამ დრომდე იძებნება მისი შვილი. შს სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევა სოფელ ბოდბისხევში მოხდა. საპატრულო ეკიპაჟმა მამუკა ყაჯრიშვილი გააჩერა, მან კი გაქცევა და სახლში მიმალვა მოახერხა.

ყაჯრიშვილს ეზოში შეჰყვნენ პოლიციელები, რის შემდეგაც მამუკა ყაჯრიშვილმა პოლიციელებს მამასთან ერთად, წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, დაშავებული სამართალდამცველები თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

ფიზიკური დაპირისპირების დროს, დაშავებული სამართალდამცველები თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button