მნიშვნელოვანისაქართველო

მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, გარდაიცვალა

თელავში, ყოფილი ცოლის მკვლელობის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი, თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” კლინიკის ექიმმა, ზურაბ საჩიშვილმა დაუდასტურა.

მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო. მას სახის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით თავადვე მიიყენა.

მკვლელობა 2019 წლის 23 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. იმ პერიოდში ადგილობრივები მედიასთან ამბობდნე, რომ მამაკაცმა ყოფილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

48 წლის ქალი, წლების განმავლობაში დუბაიში იმყოფებოდა და თელავში 23 სექტემბრამდე, მკვლელობამდე რადენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

მკვლელობაზე შს სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახურ დანაშაულს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button