მნიშვნელოვანისაქართველო

ბაღების გაერთიანების უფროსმა ყვარლის მერიას დავა ნაწილობრივ მოუგო

ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ მერიას სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო.

საუაბარია განაცდურის, 10 თვის ხელფასის ანაღაურებაზე. მაია სამიტაშვილის თქმით, ის მერმა როსტომ სესიაშვილმა უკანონოდ გაათავისუფლა. სამიტაშვილი სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა, თუმცა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მისი ეს მოთხოვა არ დააკმაყოფილა.

სამიტაშვილი ახლა მეორე ინსტანციისთვის ემზადება. ყვარლის მერი რადიო ჰერთის სატალეფონო ზარებს არ პასუხობს. მერიის იურიდიულ სამსახურში კი ამბობენ, რომ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ და ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მაია სამიტაშვილის საქმე  ჩვენს რეპორტაჟში

ყვარელი

მსგავსი პოსტები

Back to top button