fbpx
Hereti FM

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო

81
Share Button

ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ადანაშაულებენ. პარალელურად, დაზარალებულად არის ცნობილი თამთა თოდაძე. შესაბამისი დადგენილების გადასაცემად თოდაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

ბრალი ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბრის დღის ბოლოს კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” წარუდგინეს, სადაც ის ამ დრომდე გულის შეტევის დიაგნოზით მკურნალობს.

ჯიშკარიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თამთა თოდაძის გარდა საქმეში სხვა პირდაპირი მოწმე არ არსებობს.

ინციდენტი თოდაძის მტკიცებით, 30 სექტემბერს, მაჟორიტარის ოფისში მოხდა. თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი