fbpx
Hereti FM

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

39
Share Button

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ. ინფორმაცია ლაივპრესი ავრცელებს.

მიზეზი დაბალი ხელფასებია, რომლის გაზრდასაც უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ. მუზეუმის ექსკურსია მძღოლმა ელზა ზოდელავამ განაცხადა, რომ ხვალ ისინი გეგმავენ ერთობლივად მიმართვას კულტურის სამინისტროსთვის და პრემიერ-მინისტრისთვის, და თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება, მაშინ გაიფიცებიან. მისი თქმით, უკვე გამოიყენეს ყველა პლატფორმა შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

მუზეუმის დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფია ფეისბუკზე წერს, რომ ჯერაც ჰქონდათ იმედი, 2020-ის ბიუჯეტში მაინც მოხდებოდა მათი თხოვნის გათვალისწინება, თუმცა ეს მოლოდინიც არ გამართლდა.

მუზეუმის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადეს , რომ დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა. აქ მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280. ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე ვადებზე, თუ როდის შეიცვლება ვითარება, საუბარი უჭირთ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი