მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

რამ მოწამლა 6 თვის წინ კახეთში 23 აღსაზრდელი, ამ დრომდე გაურკვეველია

კახეთში, ერთ-ერთ ბაგა-ბაღში 6 თვის წინ 23 აღსაზრდელი მოიწამლა, თუმცა მშობლებსა და ბაღის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი. ბაღი 55 ბავშვისთვის ამ დრომდე დახურულია და გამოძების დასრულებამდე გახსნა არ იგეგმება, თუმცა როდის დასრულდება თავად გამოძიება, ესც უცნობია. მშობლები საგამოძიებო უწყებისგან ითხოვენ, რომ საჯარო გახდეს ინფორმაცია ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზებზე და დროულად გაიხნას ბაღიც.

P.S შინაგან საქმეთა სამინისტომ რადიო “ჰერეთთან “ამ თემაზე კომენტარი დაგვიანებით გააკეთა, შესაბამისად მათი პოზიცია რეპორტაჟი არ არის ასახული. 

ბუშეტის ბაღში ბავშვების მოწამლვის საქმეზე შსს-ში გვითხრეს: :

“გამოძიება არ შეწყვეტილა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ბაღში დალუქულია მცირე ფართი, სადაც საკვები ინახებოდა. დალუქული სივრცე ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებას ხელს არ უშლის. ჩვენი მხრიდან  მოთხოვნა არ არის, რომ პროცესი არ დაიწყოს. თუკი ასეთი შეზღუდვა არსეობს, ეს შესაძლოა განათლების სამინისტროდან იყოს, ან მუნიციპალიტეტიდან“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ვრცლად, გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟი ►

მოწამლული ბავშების გადაყვანა საავადმყოფოში – 02,03,2019
სურსათის ეროვნული სააგანტოს სპეციალისტებმა ბაღიდან საკვებისა და წყლის სინჯები აიღეს – 2019 წლის აპრილი
სურსათის ეროვნული სააგანტოს სპეციალისტებმა ბაღიდან საკვებისა და წყლის სინჯები აიღეს – 2019 წლის აპრილი

მსგავსი პოსტები

Back to top button