საქართველოსპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა გიბრალტარი

აქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე თამაში მოიგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ისევ გიბრალტარს აჯობა. ჯგუფის უქულო აუტსაიდერს ქართველმა ფეხბურთელებმა პირველად 2018 წლის ზაფხულში თბილისში მოუგეს – 3:0. 16 ოქტომბრის ღამეს კი სტუმრადაც სძლიეს, ოღონდ ამჯერად წარმატების მიღწევა გაუჭირდათ.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო (2:0), გიორგი ხარაიშვილისა და ჯაბა კანკავას გოლებით. შესვენების შემდეგ, გიბრალტარელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მხოლოდ 84-ე წუთზე შეძლო გიორგი ქვილითაიამ საბოლოო შედეგის დაფიქსირება – 3:2.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს და მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიას სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა შვეიცარიელებს ერთი თამაშით მეტი დარჩათ ჩასატარებელი. ბოლო ტურში, 15 ნოემბერს, ერთმანეთს სწორედ შვეიცარია და საქართველო დაუპირისპირდებიან, ქალაქ სენტ გალენში.

მსგავსი პოსტები

Back to top button