მნიშვნელოვანირეგიონისატესტოსაქართველო
წყლის ონკანს დიდი ზომის ჭია გამოყვა [ვიდეო]
რადიო “ჰერეთს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდა, რომლის მიხედვითაც ლაგოდეხში ერთ-ერთ ქუჩაზე წყლის ონკანს დიდი ზომის ჭია გამოყვა.
მომხმარებელი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, ეს არის “წყლის არწივი”, რომელიც განსაკუთრებით საშიშია, რადგან ორგანიზმში მისი მოხვედრა კუჭ-ნაჭლავის დაზიანებას იწვევს და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს.
ნახეთ ვიდეო ►