მსოფლიო

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ანკარაში გაემგზავრა

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სახელმწიფო მდივანთან, პომპეოსთან ერთად ანკარაში გაემგზავრა. ცნობილია, რომ მათ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის ოპერაციის შეჩერებაში უნდა დაარწმუნონ. თავდაპირველად თურქეთის ლიდერი შეეცადა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა, საბოლოოდ კი მხარეებს შორის მოლაპარაკებები მაინც გაიმართება. პარალელურად გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის წერილი, რომელიც მან ერდოღანს 9 ოქტომბერს მისწერა და სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button