მნიშვნელოვანისაქართველო

გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნება

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების აუცილებელი გარემოება არ არსებობს.
კანონში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პერსონალურად, მასზე მორგებულ ცვლილებად აფასებს.

მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციაზე მიუთითებს.

კანონმდებლობის მიხედვით, დასაცავ პირებს შესაძლოა, არ მოეხსნათ დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

“ყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იხილებოდეს არა ისე, როგორ გამოადგა მარ­გვე­ლაშ­ვილ­ი ქართულ ოცნებას, ან ვინ არის გიორგი მარგველაშვილი, ქვეყანამ ამ ადამიანებს უნდა შეხედოს როგორც რესურსს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მსგავსი პოსტები

Back to top button