მნიშვნელოვანისაქართველო
აქციის დარბევის საქმეზე დაკავებული ჯავახიშვილი და დათაშვილი გაათავისუფლეს

20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაკავებული ორი პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. სასამართლო სხდომაზე მათ ბრალი აღიარეს. აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.
გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა დარბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.