მნიშვნელოვანისაქართველო

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა არიან დაშავებეულები

გურამიშვილის გამზირის N 34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაშავებულია 4 ადამიანი.

შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

„პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button