fbpx
Hereti FM

“რუსთავი2”-ის 60 % წილს ყადაღა დაედო

545
Share Button

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის 60 %-ს ყადაღა დაედო –  ამის შესახებ, ადვოკატმა კახა კოჟორიძემ რადიო თბილისს FM93.5-ს განუცხადა.

კოჟორიძის თქმით, სასამართლომ ორი ამბავი დააკმაყოფილა: “რუსთავი2”- ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში
და დაკმაყოფილებულია მათი შუამდგომლობაც: რუსთავი2-ის 60% წილს, რომელსაც ბიზმესმენი ქიბარ ხალვაში განკარგავს ყადაღა დაედო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

“რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მხარეს სარჩელი ჯერ არ მიუღია. პაატა სალია განმარტავს, რომ შესაბამის იურიდიულ მოქმედებებს, სასამართლო განჩინების გაცნობის შემდეგ განახორციელებენ”. – ნათქვამია ტელეკომპანიის ვებგვერდზე.

მოუსმინეთ კახა კოჟორიძის ხმას

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი