მნიშვნელოვანისაქართველო

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაკითხეს

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.
გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.
გენერალურ პროკურატურაში არ უარყოფენ, რომ საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ „გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.”

მსგავსი პოსტები

Back to top button