ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ

ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. მათი თქმით, გაურკვეველია რა ბედი ეწევა თითოეულ თანამშრომელს, რადგან იგეგმება სამედიცინო ცენტრის გაუქმება, შესაბამისად 300-მდე მოქალაქე სამსახურის გარეშე დარჩება. როგორც ექიმები ყვებიან მათთან კომუნიკაციის გარეშე ჯადანდაცვის სამისნიტრომ მიიღო გადაწყევტილება, რომ 6 წლის წინ დაგეგმილი პროექტი აღარ განხორციელდეს.
2010 წლიდან მოყოლებული რომ კლინიკის ბედი გაურკვეველია, აღნიშნულს სხვა თანამშრომლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, გარდა შენობისა, სხვა სახის პრობლემაც უამრავია. მათ შორის, ხელფასების საკითხი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მოძველებული აპარატურა და ა.შ.
მიუხედავად არაერთი პრობლემისა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ჯადანცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ყურადღება მიაქციოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა დღეს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდეს.