fbpx
Hereti FM

ჩილეში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კვლავ შეტაკებებია

46
Share Button

ჩილეს დედაქალაქში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კვლავ შეტაკებებია.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ, პოლიციის ავტომობილებს ქვები ესროლეს.

სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ჩილეში აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. არეულობას საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი