მნიშვნელოვანისაქართველო
“სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება” – შსს

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.
უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.
ამასთან, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.