მნიშვნელოვანისაქართველო

ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

ხურვალეთთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. საოკუპაციო რეჟიმის სამშენებლო ტექნიკა რამდენიმე საათის მუშაობდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

სამართალდამცველები ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქმის კურშია ევროკავშირი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმმა გაზაფხულზე ახალი ე.წ. საგუშაგო ააშენა. გაიყვანა გზა და საოკუპაციო ზოლი რამდენიმე ათეული მეტრით გადმოწია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი პოსტები

Back to top button