fbpx
Hereti FM

ყვარელში ევროკლუბი გაიხსნა

45
Share Button

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში „ევროკლუბი“ გაიხსნა. იდეის ავტორი ადგილობრივი ნიკა გურინი იყო. ის ამბობს, რომ ევროკლუბი წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის თავშეყრის ადგილს, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ ცოდნა, იმუშაონ ერთობლივად, წაიკითხონ ახალი წიგნები, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს და განიხილონ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები. ევროკლუბში ჩატარდება შემეცნებითი ტრენინგები და სემინარები.

კლუბი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გახსნა. ყვარლის ევროკლუბი არის ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივა პროგრამა “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ფარგლებში. საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ევროკლუბი ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ინფორმირებას ევროკავშირთან დაკავშირებითაც.

“მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის გახსნას დავესწარი. ეს იყო ადგილობრივი ინიციატივა, ამ სკოლის კურსდამთავრებულის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკეთესია, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება ევროკავშირზე და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე. ევროკლუბი იქნება ის ადგილი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა შეხვედრა, განხილვა და დისკუსია ამ საკითხებზე”,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი