მნიშვნელოვანიმსოფლიო

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერი მიწისძვრის შედეგად.

იტყობინება ადგილობრივი ტელევიზია Press TV.

მიწისძვრის ეპიცენტრი, რომლის სიმძლავრე 5.9 მაგნიტუდა იყო, თავრიზიდან 156 კილომეტრში დაფიქსირდა, 62 კმ-ის სიღრმეში.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი იგრძნობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button