მნიშვნელოვანისაქართველო

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

პოლიციამ აჭარის მთავრობის შენობასთან დააკავა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან იდგნენ და თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაკავებამდე მათთან მივიდა რეგიონის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მისცა „გონივრული ვადა“ და განუცხადა, რომ თუ შენობის შესასვლელს არ გაათავისუფლებდნენ, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებდა.

აქციის მონაწილეები პიკეტით აპროტესტებდნენ იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button