მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მანამდე მათ პროკურატურის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ბოქლომის დადებას თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებასაც მოხდა, თუმცა საბოლოოდ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ღობეზე ბოქლომის ჩამოკიდება მაინც შეძლო.
უწყებასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მსგავსი პოსტები

Back to top button