მნიშვნელოვანისაქართველო

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – მონაწილეები ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მინისტრთა კაბინეტის სხდომის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

დემონსტრანტები მთვრობის ადმინისტრაციის კჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ, თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და აღნიშნული პერფორმანსი გაგრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

“კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირად საკუთრებაშია დაბოქლომდება და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ვერ მიხვდება იმას, რომ დანაპირები, რომელიც გასცა საზოგადოების წინაშე, უნდა შეასრულოს,“ – განცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადმინისტრაციის შენობის შესასვლელებთან დგანან.

მსგავსი პოსტები

Back to top button