fbpx
Hereti FM

ჰიტლერის სახლში პოლიცია განთავსდება

34
Share Button

ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის ძველი სახლი პოლიციას გადაეცა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამ სართულიან შენობაში, სადაც ნაცისტების ლიდერი დაიბადა, სწორედ პოლიციის განყოფილება განთავსდება.

მეჩვიდმეტე საუკუნის სახლი ქალაქ ინის-ბრაუნაუში მდებარეობს და იქ ჰიტლერმა ცხოვრების რამდენიმე კვირა გაატარა.

შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, ავსტრიის ხელისუფლებამ ტენდერი არქიტექტორებისთვის მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით გამოაცხადა.

შენობის ბედი ათწლეულების განმავლობაში სადავო იყო. იქ ჰიტლერის იდეოლოგიის მომხრეები ხშირად იკრიბებოდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი