მნიშვნელოვანისაქართველო
სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე რკინის ბარიერებს ხსნიან

სამართალდამცავები პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე აღმართულ რკინის ბარიერებს ხსნიან. ეს გადაწყვეტილება სამართალდამცავებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დღეისთვის დასრულებულად გამოაცხადეს.
პარლამენტის შესასვლელების დაანონსებული პიკეტირების გამო, პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა დღეს ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს.
სამოქალაქო მოძრაობის “სირცხვილია” ერთ-ერთი წევრის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება სისტემატიურად გაგრძელდება, ვიდრე მმართველი გუნდი პირობას არ შეასრულებს.
დიღმელაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მეთოდი ესმის, როგორ ბერლინის კედელი.