fbpx
Hereti FM

აკაკი ზოიძემ “ქართული ოცნება” და დეპუტატის მანდატი დატოვა

11
Share Button

“ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ზოიძის განცხადებით, საკუთარ ადგილს პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში ვეღარ ხედავს.

აკაკი ზოიძე რამდენიმე დღის წინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა მის ინიციატივას არ გაითვალისწინებდა, უმრავლესობას დატოვებდა.

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აკაკი ზოიძემ ფეისბუკის გვერდზეც დაწერა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი