fbpx
Hereti FM

გრემში ხანძრის დროს დაღუპული მოზარდის დედაც გარდაიცვალა

37
Share Button

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში 26 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავებული ქალი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, 30 წლის ქალს სხეულის 50%-იანი დამწვრობა ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის გრემიდან ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში, დამწვრობის ცენტრში. ექიმებმა პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

26 ნოემბერს, ხანძრის დროს ადგილზე დაიღუპა გარდაცვლილი ქალის 12 წლის შვილი.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი გაზის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას მოჰყვა, თუმცა, ახლა მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის წევრმა ღუმლის ასანთებად ბენზინი გამოიყენა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი