მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

პოლიციელის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო პოლიციელის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე.

საქმე ეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები ტატო შეითნიშვილს, რომელმაც ფეისბუქში დაწერა რომ მასზე ლაგოდეხში პოლიციელებმა იძალადეს.

„ტ.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება”, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო შეითნიშვილი პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს.

შეითნიშვილმა ინფორმაცია „ფეისბუკით“ გაავრცელა და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ზურგის და თვალის არეში დაზიანებები და დახეული ქურთუკი. „ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ“, – წერს ტატო შეითნიშვილი.

რა მოხდა და კონკრეტულად ვის ადანაშაულებს ფიზიკურ ძალადობაში, ამის გარკვევა რადიო ჰერეთმა პირადად ტატო შეითნიშვილისგან სცადა, თუმცა, მას მედიასთან ურთიერთობა არ სურს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმეს ასე არ დატოვებს და მომხდარზე პასუხს კანონის ძალით მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო ჰერეთს უთხრეს, რომ „აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს“. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებისას გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას, ამას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button