ისლამისტებმა ქალაქ კობანიზე იერიში მიიტანეს
“ისლამური სახელმწიფოს” მეომრებმა ქალაქ კობანიში შეაღწიეს, რომელც თურქეთის საზღვართანაა განლაგებული.
დილის 5 საათზე, ისლამისტებმა, ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, ავტომანქანა და მოტოციკლი ააფეთქეს, – გვაცნობებს ქურთული სააგენტო Firat-ი. ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 15 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაიჭრა.
The Guardian გვაცნობებს, რომ ტერაქტის შემდეგ, ტერორისტებმა ქალაქ კობანიზე იერიში სამი მხრიდან მიიტანეს.
“ისინი კობანიში შეიჭრნენ და ქურთული თავდაცვის რაზმებს ბრძოლა გაუმართეს”, – გადმოსცემს ბი-ბი-სი.
ამ დროისთვის, ბრძოლა გრძელდება, ქუჩებში გვამები ყრია.
სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ტერორისტებმა ქვეყანაში თურქეთიდან შეაღწიეს. სირიის ხელისუფლებამ, თურქეთი, ისლამისტების მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა, მაგრამ ოფიციალური ანკარა ამ ბრალდებებს უარჰყოფს.