მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას კახეთიდანაც უერთდებიან

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან , ორგანიზებულად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები, უმეტესწილად კი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანიები გაემგზავრენენ. მათ შორის არიან, ლაგოდეხის საკრებულოს წევრები, თეარტის მსახიობები და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

ჩვენს მიერ ლაგოდეხში გამოკითხული “ქართული ოცნების” მხარამჭერების ნაწილი ამბობს, რომ “ზეიმობენ საქართველოს ევროკვშირის თავმჯდომარეობას”. ერთ-ერთმა რესპოდენტმა კი თქვა, რომ “გასვენებაში, მიდის და ნაციონალური მოძრაობა უნდა დაასამაროს”.

თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც უერთდებიან. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, რომელთა შორის უმრავლესობა საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არიან, დედაქალაქისკენ უკვე გაემზავრნენ.

“ქართული ოცნების” წევრისა და თელავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, აქციას თელავიდან 1500-მდე ადამიანი შეუერთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button