მნიშვნელოვანისაქართველო

ერეკლე კუხიანიძეს “ქართული ოცნება” პარტიას დაატოვებინებს

ერეკლე კუხიანიძეს “ქართული ოცნება” პარტიიდან გარიცხავს, მაგრამ საკრებულოში დარჩება. ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ოპოზიცია ითხოვდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობა მოიქცა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი და გადაწყვიტეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.

ბექა დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძის საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება იყოს.

“პოლიტიკური ვაჭრობა” – ასე აფასებენ საკრებულოს უმცირესობაში ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილის აუგად მომხსენიებელი არა მარტო საკრებულოში, არამედ საზოგადოებაშიც კი არ უნდა იყოს. საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმითვე, მსგავსი განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

მსგავსი პოსტები

Back to top button