ყვარელში სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვების შესაძლებლობა გაჩნდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის კალაპოტში ადგილი აქვს ინერტული მასალის ჭარბ აკუმულაციას და საჭიროებს გაწმენდით სამუშაოებს.

“დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეში, ღორღი, კაჭარ-კენჭნარი) მოპოვების შესაძლებლობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე გამარტივებული პროცედურებითა და შეღავათიანი პირობებით”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ მდინარის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მდინარის კალაპოტი დროულად არ გაიწმინდა, ყვარლის მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. ამავდროულად ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button