fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შვეიცარიაში უდნობი შოკოლადი გამოიგონეს

398

შვეიცარიის კომპანია Barry Callebaut-მა, რომელიც შოკოლადის გაყიდვის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, განცხადა, რომ საფირმო პროდუქტის წარმოებას იწყებს, რომელიც მომხმარებელს, ცხელ ამინდში, ხელში არ გაუდნება.

Barry Callebaut-ის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი ფრედერიკ დიფაიფერი, გრილი ჰავით განთქმულ ბელგიაში დაიბადა და შოკოლადის დნობის პრობლემაზე არასდროს დაფიქრებულა. მაგრამ შანჰაიში მოგზაურობისას, ამ რთული საკითხის გადაჭრა გადაწყვიტა.

„ვიფიქრე, შოკოლადის გაყიდვას ჩინეთში და ინდოეთში თუ გადავწყვეტთ, მაშინ ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს“,  – განუცხადა სააგენტო Bloomberg-ს დიფაიფერმა.

გამოკვლევებზე დახარჯული რამდენიმე წლის შემდეგ, დიფაიფერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი კომპანია ისეთი შოკოლადის წარმოებას იწყებს, რომელიც ცელსიუსით 38 გრადუსზე არ დნება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ Barry Callebaut-მა უნდა იჩქაროს, ვინაიდან კონკურენტი კომპანიები: Nestle, Hershey და Mondelez International ანალოგიურ პროექტზე მუშაობენ.

მსოფლიოს მეცნიერები, თერმო-ტოლერანტული შოკოლადის გამოგონებაზე, 1970 წლიდან მუშაობენ. მას შემდეგ, 90-ზე მეტი ტექნოლოგია იყო დაპატენტებული. მაგრამ უდნობი შოკოლადის გემოს ხარისხი, მეტად დაბალი იყო.

Barry Callebaut-ი საკუთარი პროდუქტის გაყიდვას იმ ქვეყნებში გეგმავს, სადაც მთელი წლის განმავლობაში თბილი ამინდი იცის. მაგალითად: აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი