Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნოტრ-დამში საშობაო მესა არ ჩატარდება

133

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პირველად, 25 დეკემბერს ღამით, პარიზში, მთავარი საშობაო მესა არა ღვთისმშობლის ტაძარ ნოტრ-დამში, არამედ ლუვრის მოედანზე მდებარე სენ-ჟერმენის ეკლესიაში ჩატარდება.

პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული ნოტრ-დამი მნიშვნელოვნად დააზიანა 2019 წლის აპრილში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა.

ტაძარში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმით, ნოტრ-დამის აღდგენა ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ოქტომბერში, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად გამოყოფილია მილიარდი ევრო. ამ თანხის ნაწილი კერძო პირების და კომპანიების შემოწირულებაა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი