მნიშვნელოვანისაქართველო

სამ ტელეკომპანიას ინკასო დაედო

ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო, ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, – წერს ჯანგირაშვილი.

პაატა სალია, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია, ფინანსთა სამინისტროს მოქმედებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ჩვენ, მენეჯმენტი, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ არ მოხდეს არხის პარალიზება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა ირჩევს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი თვიდან თვემდე გროვდებოდა. რამდენიმე წელი გავიდა, ასეთი მოქმედება არ განუხორციელებიათ და ახორციელებენ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ვიხდიდით მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ, მცირედი გადაცილება გვაქვს დროში“, – თქვა სალიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button