15-მდე გაიზარდა ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ალმათისთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ამის შესახებ ყაზახეთის ლიდერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. კიდევ 66 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია.
ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ ასრულებდა, ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილია, საცხოვრებელი შენობა ცარიელი იყო. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი.
ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს. ყაზახეთის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების ტიპი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, დროებით აღარ იქნება გამოყენებული.