მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, ჩინეთში დაუდგენელი ვირუსია გავრცელებული

ჩინეთში, დაუდგენელი ვირუსით ათობით ადამიანის დაავადებამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია საშუალებები ქვეყანაში დაუდგენელი პნევმონიის ტიპის ვირუსის გავრცელებაზე საუბრობენ, რომლის შედეგად ათობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ხოლო 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს ახასიათებს მწვავე ციებ-ცხელება, გარკვეულ პაციენტებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ხოლო გულმკერდის რენტგენოგრაფია ორივე ფილტვის ინვაზიულ დაზიანებებს აჩვენებს.

CNN –ის ინფორმაციით, ვირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს ერთდოულად აღმოაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაზარი დახურულია, თუმცა ამ პერიოდში მოხდა პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც შესაძლოა, ასევე დაინფიცირებული იყოს.

აზიის ქვეყნების აეროპორტების დიდ ნაწილში სპეციალური მოწყობილობებით ხდება სკრინინგი, რათა აღნიშნული ვისუსის გავრცელება არ მოხდეს, თუმცა ექიმები არ ადასტურებენ, რომ ვირუსი გადამდებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სრული სურათის შეფასებისთვის მწირი ინფორმაცია არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button