მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავმა ირანში კატასტროფა განიცადა [ფოტო]

უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა ირანში კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737 ტიპის ხომალდზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი კიევში მიფრინავდა. “წითელი ნახევარმთვარის” ორგანიზაციის შეფასებით, ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კატასტროფას ვინმე გადაურჩა.

სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ. უცნობია უკავშირდება თუ არა ავიაკატასტროფა შეერთებული შტატებისა და ირანის კონფრონტაციას.

მომხდარზე სხვა ინფრომაცია ამ დროისთვის ვრცელდება.

რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში.

ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button