fbpx
Hereti FM

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარს ამბობენ

86
Share Button

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარს ამბობენ. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ამის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე გაავრცელეს.

სამეფო ოჯახის წევრები სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ და თავიანთი დროის ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განაწილებას გეგმავენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფალ ელისაბედ მეორის მხარდაჭერასა და მასთან თანამშრომლობას განაგრძობენ. გარდა ამისა, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებასაც გეგმავენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, წყვილის განცხადების გამოქვეყნებამდე სამეფო ოჯახის წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლია. გადაწყვეტილების გამო კი ბუკინგემის სასახლე იმედგაცრუებულია.

„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშავოთ, რათ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი