fbpx
Hereti FM

სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

17
Share Button

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სასულიერო პირს ნინო ჩიქაოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა (გოგროშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამათილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი