მნიშვნელოვანიმსოფლიო

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინული ლაინერი ორი ირანული რაკეტით ჩამოაგდეს

თეირანში უკრაინული ლაინერის ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეო პირველად საგამოძიებო ვებგვერდმა, “ბელინგქეთმა” გაავრცელა.

თვითმფრინავის კატასტროფის ამსახველ კადრებს ავრცელებს ამერიკული მედიაც. მასალაში ჩანს აფეთქება, რომელიც სავარაუდოდ ლაინერზე მოხვედრილმა რაკეტამ გამოიწვია.

გამომძიებელი ჟურნალისტების მტკიცებით, შენობები, რომელიც კადრებში ჩანს, ნამდვილად თეირანის გარეუბან – პარანდშია გადაღებული, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა. როგორც CNN იუწყება, ლაინერი არა ერთი, არამედი ორი ირანული რაკეტით ჩამოაგდეს, ხოლო ირანულმა რადარებმა სამგზავრო თვითმფრინავი, როგორც სამიზნე ისე აღიქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button