fbpx
Hereti FM

“ენმ”-მ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

52
Share Button

“ნაციონალურმა მოძრაობამ” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა.

„კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. უმრავლესობის გარეთ დღეს უკვე 48 დეპუტატია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უმრავლესობაში აღმოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეაწუხებს სინდისი და არ ჩააგდებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ჩვენს ინიციატივას. პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ბოლო შანსი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ნათელი მოეფინოს ამ დანაშაულს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი