fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს”

42

სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციები აღმართეს, რაც უკანონო ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. უკვე მიმდინარეობს კონსურლტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართოს, სადაც უკანონო ინსტალაციების დემონტაჟის საკითხს განიხილავენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი