მნიშვნელოვანისაქართველო

“ბასიანთან” სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ჩაჩხიანისთვის 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, 12 იანვარს, ბიძინა ჩაჩხიანმა „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა და მიიმალა. პოლიციამ ის 12 იანვარსვე დააკავა. მეორე დღეს პროკურატურამ ჩაჩხიანს ოფიციალურად წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. საქმე აღძრულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ხულიგნობის მუხლებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button