fbpx
Hereti FM

ირანში დააკავეს ადამიანი, ვინც უკრიანული ბოინგის ჩამოგდების კადრები გადაიღო

37
Share Button

ირანული მედია წერს, რომ სამართალდამცველებმა თეირანის მცხოვრები დააკავეს, რომელმაც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავისთვის რაკეტის მოხვედრის კადრები გადაიღო.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ტრაგედიის გარემოებების დადგენის მიზნით დაკითხავენ. თავად ლონდონში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტი, რომელმაც ჩანაწერი სოციალურ მედიაში პირველმა გაავრცელა, ირწმუნება, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა და ძალოვნებმა სხვა პირი დააკავეს.

პარალელურად ნიუ-იორკ თაიმსმა ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ ლაინერი ორი რაკეტით ჩამოაგდეს. ჩანაწერში ჩანს, რომ თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტები 20-წამიანი ინტერვალით გაუშვეს. 8 იანვარს მომხდარ ტრაგედიას 176 ადამიანი ემსხვერპლა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი