მნიშვნელოვანისაქართველო

“მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა” – საპატრიარქო

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

“საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის”,-ნათქვამია ბრძანებაში,  თუმცა არაფერი წერია ანდრია სარიას კონკრეტულად რომელ განცხადებებზეა საუბარი.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგიც გაიმართება.

სხვადასხვა დროს მღვდელმონაზონი ანდრია სარია საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს მწვავედ აკრიტიკებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button